Loading...
Close
19 ივლისი 2018 11:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
საგანელიძე - ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, ხელზე ვიღებ 16 ათასს, ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში
21 თებერვალი 2018 09:00
"დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში", - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ დივიდენდებით ფინანსდება.

”მეხუთე დირექტორი ვარ და ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ამას არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, ვინაიდან ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა და განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო ხელფასი, ფორმირდება ჩვენი მოგებით.

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს. დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში.

ამას პირველად ვამბობ თქვენს გადაცემაში, ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში, ხუთივე ფაკულტეტზე, სტიპენდიაა ყველაზე მაღალი. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის. მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველთვე, ასევე ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის. ონკოლოგიის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ბავშვთა განყოფილებას აქვს იმხელა თანხა, რომ აბსოლუტურად ყველაფრით არის აღჭურვილი. ამბროლაურისა და ონის ოთხი საუკეთესო მოსწავლე ჩემგან იღებს სტიპენდიას. ივნისში დაღუპული ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვები დარჩათ, დღემდე ჩემგან ღებულობს დახმარებას. ეს თანხები არის ის, რომელიც აიღო დათო საგანელიძემ, დაუბეგრა და თანხა, რომელიც უნდა წაეღო სახლში, ამ თანხის 2/3 მიდის ამ მიზნით”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი