Loading...
Close
19 ივლისი 2018 11:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება
21 თებერვალი 2018 10:54

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის წინა სხდომაზე დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკვე წარმოდგენილია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა.

„მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე - 5%-დან 1%-მდე და მოიცავს 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს. ძალიან მასშტაბური ცვლილებებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთარებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებზე უკვე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი