Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ფინანსთა მინისტრი 'ომეგა ჯგუფის' საკითხს ტექნიკურ საგადასახადო თემად აფასებს და ნებისმიერ ზეწოლას გამორიცხავს
21 თებერვალი 2018 13:23
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ​„ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს ეხმაურება. განცხადებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის პრობლემებმა, შესაძლოა, ტელეკომპანია „იბერიის“ მაუწყებლობას შეუშალოს ხელი, რომლის მთავარი დამფინანსებელიცა "ომეგა ჯგუფია", მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თავისუფალი მედია დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

„თითოეული ქართული საწარმო არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის.

მე პირადად ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია. თამბაქოს მწარმოებელი ორგანიზაციის ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ეს არის ძალიან მარტივი საგადასახადო მომენტი.

რაც შეეხება თავისუფალ მედიას, მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა. თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ მედიის რაოდენობა ამ ქვეყანაში არის ძალიან კარგი და შეესაბამება იმ ევროპულ ორიენტირებს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის, მაგრამ საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან არის ტექნიკური საგადასახადო თემა და გამოვრციხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით.

ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლბა არის ტრანსფარენტული, თამაში წესები არის საერთო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. საუბარია ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფისთვის“ მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც, კომპანიის მფლობელების თქმით, შესაძლოა, პრობლემა ტელევიზიასაც შეუქმნას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ​ვახო ხუზმიაშვილისა და 'იბერიას' ჟურნალისტების სპეციალური მიმართვა ხელისუფლებას
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი