Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ნატო ჩხეიძე - შეტევას ვერ დავარქმევ იმას, რაც ახლა ხდება, ტელეკომპანიზე შეტევა 2004 წელს განხორციელდა
21 თებერვალი 2018 14:16

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი, ტელეკომპანია "იბერიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ომეგა“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის. „ომეგა“ ოც წელზე მეტია წარმატებული კომპანიაა და მის მიერ უამრავი ადამიანია დასაქმებული. „ომეგა“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი სექტორი ფაბრიკაა, რომელიც ახლა გარკვეული მიზეზების გამო დაზარალებულია. ეს მიზეზები არალეგალური მოქმედებებია, საქმის კურსში არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, მთავრობა და სასამართლოც. საკითხის შესახებ დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ალბათ, ყველანაირი არალეგალური მოქმედებები აღიკვეთება, რადგან ყველა ამისთვის არის მოწოდებული.

„ომეგას“ მიმართ შეტევას ვერ დავარქმევ იმას, რაც ახლა ხდება. ტელეკომპანიზე შეტევა 2004 წელს განხორციელდა და დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია. ის იყო შეტევა და ახლა შეტევას ვერ დავარქმევ იმას, რაც ხდება. ძალიან განსხვავებული ვითარებაა.

შანტაჟი ყველას მხრიდან დაუშვებელია. „იბერია“ და სხვა ტელეკომპანიები დამოუკიდებლები არიან და ისინი არანაირად არ არიან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზემოქმედებისთვის გამოყენებული. მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია, მედიას თავისი საქმე აქვს, მთავრობას თავისი და პარლამენტს - თავისი. თუ ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს, ეს მხოლოდ ჩვენს მომავალს წაადგება“, - განაცხადა ჩხეიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ფინანსთა მინისტრი 'ომეგა ჯგუფის' საკითხს ტექნიკურ საგადასახადო თემად აფასებს და ნებისმიერ ზეწოლას გამორიცხავს
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი