Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:09
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ანა ნაცვლიშვილი - ვერც ერთი დეპუტატისგან ვერ მოვისმინე, თქვენ რატომ გჯერათ, რომ ეს კანონპროექტი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს
21 თებერვალი 2018 17:24
უპასუხისმგებლო ქმედებაა, რომ რაღაც ფუჭდება და ეს ხდება ევროკავშირის სახელით, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“არსად, არც ერთ ევროდირექტივაში არ წერია, რომ ისე გავიდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროდან ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომ გამჭვირვალობის, საჯაროობის, რაციონალური ხარჯვის და არადისკრიმინაციული პრინციპის დაცვის გარანტიები არსებობდეს. სწორედ ამას აკეთებს ეს კანონპროექტი. ის კი არ ასრულებს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, არამედ მას ეწინააღმდეგება ჯიუტად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება შავით თეთრზე. ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, თუ რა მესიჯი მიეწოდება მოსახლეობას, ფუჭდება რაღაც და ეს კეთდება ევროკავშირის სახელით, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედება. ევროკავშირის სამართალი არის დაწერილი სამართალი და ყველას შეგვიძლია ჩავიხედოთ რა წერია იქ.

ძალიან დიდი ყურადღებით ვისმენდი თითოეული გამომსვლელის მოსაზრებებს დღეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთი იმ დეპუტატისგან, ვინც მხარი დაუჭირეთ ამ ცვლილებებს, ვერ მოვისმინე, თქვენ თვითონ რატომ გჯერათ, რომ ეს კანონპროექტი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვერ მოვისმინე პასუხი კითხვაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგომ რომელ გამოწვევებს ხედავთ და აღიარებთ და რომ სწორედ ეს ცვლილებები პასუხობს ამ გამოწვევებს, იმიტომ რომ იმ ინფორმაციის გააზრების შემდეგ, რომელიც არსებობს, შეუძლებელია ამის გჯეროდეთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყველა მინუს ერთი ამბობს, რომ ეს ცვლილებები არის ცუდი და ძირს უთხრის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, ასევე დიდ დარტყმას აყენებს სხვა მედიასაშუალებებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი