Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ანა ნაცვლიშვილი - თქვენ უარს ამბობთ მოისმინოთ იმ ადამიანების პოზიცია, რომელთა ცხოვრებაც უნდა განსაზღვროს ამ კანონმა
21 თებერვალი 2018 17:16
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშცვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას კანონმდებლებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი კანონის მიღებას, რომელიც, მისივე თქმით, არა მარტო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ იქნება დარტყმა, არამედ მთლიანად მედიაგარემოზე.

„ეს ცვლილებები არ ეხება მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ აქტორს. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებებს უჭერენ მხარს, ბრმად მიყვებიან მხოლოდ ერთ აქტორს, მაშინ, როდესაც ეს ცვლილებები ეხება ბევრს. იმ ბევრი სხვისი ხმა იყო სრულიად იგნორირებული. ყველა მედიასაშუალების, ყველა მედიაექსპერტის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ხმის იგნორირება მოხდა. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით პრეზიდენტის ვეტოზე კი არ ამბობთ უარს, თქვენ უარს ამბობთ იმათი არგუმენტირებული პოზიცია მოისმონოთ, რომელთა ცხოვრებაც უნდა განსაზღვროს ამ კანონმა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დისკუსია იყოს სრული. ასეთი დისკუსია არ ყოფილა. ამ დისკუსიაში სრულფასოვნად მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეხებათ ეს ცვლილებები. როდესაც მათ მიეცათ აზრის გამოხატვის საშუალება, ძალიან მწყობრად, არგუმენტირებულად დაასაბუთეს თავიანთი პოზიცია, მაგრამ მოხდა მათი იგნორირება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური არჩევანი და კიდევ ერთხელ ქვეყანა ამ არჩევანისთვის გადაიხდის ფასს, ამიტომ თუ ძალიან დიდი უხერხულობაა პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება თქვენთვის, ის მაინც გააკეთეთ, რომ არ დაუჭიროთ მხარი თავიდან კანონს, რომელიც იქნება დარტყმა, როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, ასევე თავისუფალ, პლურალისტურ მედიაზე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 83 ხმით პარლამენტმა 'მაუწყებლობის შესახებ' კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი