Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:14
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან დიდ წარმატებამდე - ილონ მასკის გზა და რჩევები გამომგონებლის დედისგან
22 თებერვალი 2018 18:15

ინჟინერი და გამომგონებელი ილონ მასკი, რომლის სახელი საინტერესო იდეებთან ასოცირდება, კოსმოსში რაკეტის გაშვების შემდეგ, სულ მალე უპილოტო ავტომობილის ახალ, საინტერესო პროექტს დაიწყებს. ილონ მასკი საკუთარ წარმატებას დედის დამსახურებად მიიჩნევს.

ილონ მასკის დედა 68 წლის მეი მასკია, ცნობილი დიეტოლოგი, რომელიც მთელ მსოფლიოში მართავს ლექციებს ჯანსაღ კვებაზე. მას ჰყავს სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი. მეი მასკი გახლავთ ბრენდების Clinique და Revlon სახე.

ილონ მასკის ძმა და მეი მასკის ყველაზე უმცროსი ვაჟიშვილი კიმბალი The Kitchen-ის რესტორნების ქსელის მფლობელია, ხოლო ქალიშვილი ტოსკა ჰოლივუდში პროდიუსერი და რეჟისორი.

1989 წელს, მეი მასკი შვილებთან ერთად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. მეი მასკი მეუღლეს გაშორდა, თუმცა, ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ შვილებმა თავად აირჩიეს, რომელ მათგანთან ეცხოვრათ. ილონი ჯერ დედასთან ცხოვრობდა, მერე კი, მამასთან გადავიდა. კანადაში გადაბარგებული მეი მასკი ერთდროულად ხუთ სამსახურში მუშაობდა.

„პირველი ხელფასით ხალიჩა შევიძინე. ავეჯი არ გვქონდა და სულ იატაკზე ვიჯექით, მერე კი, ილონს კომპიუტერი ვუყიდე, რომელიც იატაკზე იდო და ისე მუშაობდა“, – იხსენებს მეი მასკი.

მეი მასკის შემხედვარე შვილებმა, თავადაც ადრეულ ასაკში დაიწყეს საქმიანობა. ილონი Microsoft-ის კორპორაციაში მოეწყო სამუშაოდ ოჯახის მეგობრის დახმარებით.

„ბავშვები ხედავდნენ, რომ ბევრს ვმუშაობდი და თვითონაც ადრე შეეჩვივნენ მუშაობას. არასდროს ვეხმარებოდი ბავშვებს, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობდი და არასდროს მეცალა, ამიტომ წარმატებასაც დამოუკიდებლად მიაღწიეს“, - ამბობს მეი მასკი Huffington Post-ის ჟურნალისტთან.

მეი მასკი შვილებსაც ყოველთვის ოპტიმიზმით ცხოვრებას ასწავლიდა.

1995 წელს ილონმა და კიმბალმა საკუთარი კომპანია Zip2 შექმნეს. მეი მასკი კი აქტიურად უწყობდა ხელს შვილების ბიზნესის განვითარებას. მეი მასკი მედიასთან საუბრებში იხსენებს:

''ერთხელ გათენებამდე ვეხმარებოდი მათ, ინვესტორებისთვის პრეზენტაციის მოწყობაში. ძალიან დავიღალეთ, მერე კი, პალო-ალტოს საუკეთესო რესტორანში წავედით, სადაც ბიჭებს ვუთხარი, რომ აღარასდროს გადავიხდიდი მათი ვახშმის ანგარიშს და შევასრულე მიცემული პირობა“.

1996 წელს მან მთელი დანაზოგი – 10 ათასი დოლარი შვილების კომპანიაში ჩადო ოფისის არენდისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების დასაფარად. მისი თქმით, აუცილებელი იყო ეჩვენებინა შვილებისთვის, რომ სჯეროდა მათი წარმატების.

1999 წელს Zip2 307 მლნ. დოლარად კომპანია Compaq-მა შეიძინა, ილონმა კი, 22 მლნ. იშოვა.

"იმედი მაქვს, ისიც ჩემსავით აღიქვამს ცხოვრებას. მას არ სჭირდება იახტა და ფუფუნების ნივთები. ილონის მიზანი ფიზიკის კარგად ცოდნის წყალობით სამყაროს გაუმჯობესებაა. ადამიანები ფიქრობენ, რომ მას ანგარება ამოძრავებს, თუმცა ეს ასე არა არის. მისთვის ფული არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, რადგან უბრალოდ გატაცებული, მეტიც საკუთარი იდეებით შეპყრობილი ადამიანია", - ამბობს ილონის დედა.


Image may contain: 1 person, text
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: LIVE - ილონ მასკის TESLA ROADSTAR დედამიწის ორბიტაზეა
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი