Loading...
Close
22 მაისი 2018 15:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
კონგრესმენი კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
კახა კალაძე - თუ კვლევა არ არის ჩატარებული, რის საფუძველზე ლაპარაკობს მესხიშვილი?!
გამოქვეყნების დრო – 25 თებერვალი 2018 13:23
თბილისის მერი კახა კალაძე „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის განმარტებით, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია. მისივე განცხადებით, ზეპირად, დოკუმენტებისა და კვლევის გარეშე საუბარი, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, არასწორია.

"უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევები. მესხიშვილი რამეს ამბობს ან რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი, რომ აღნიშნული ადგილი არის მეწყერსაშიში ან სხვა რამე პრობლემაა. ასე ზეპირად ლაპარაკი არასწორია. დოკუმენტებზე და კვლევებზე დაყრდნობით კი ბატონო, ვიმსჯელოთ და გავიაროთ. გაუგებარია საუბარი, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა. თუ კვლევა არ არის ჩატარებული, რის საფუძველზე ლაპარაკობს მესხიშვილი?!

მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო. წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას კომპანიის მხრიდან. დანარჩენი, თუ რამე პრობლემა იქნება რაც შეეხება იქ არსებულ მდგომარეობას თუ დოკუმენტებს, მერიის ყველა სამსახური მზად არის დეტალურად გაიაროს ეს საკითხები",- განაცხადა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge