Loading...
Close
22 მაისი 2018 15:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
კონგრესმენი კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა
გამოქვეყნების დრო – 25 თებერვალი 2018 12:13
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპული იუნკრების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თაიგულით შეამკო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.


”დღეს ჩვენს გმირებს ვიხსენებთ, რომლებიც საუკუნის წინ სამშობლოსთვის იბრძოდნენ. იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. 1921 წლის 25 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე, მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩვენი გამარჯვებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

1921 წლის 23 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან, ქვეყნის თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა.

იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო) დაკრძალეს. რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 97 წელი გავიდა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge