Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:15
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ინტერვიუ
მამუკა გამყრელიძე - მიშას პირადად ვიცნობ და მისი ტემპერამენტის გამო, ციხეში რთული წარმოსადგენია
27 თებერვალი 2018 23:01
ავტორი - ნინო მართალიშვილი



პოლიტიკური პროცესები საქართველოში - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო პერიოდში გაცემული და შეუსრულებელი დაპირებები, ყოფილი და ახლანდელი მთავრობების დაპირისპირება და ხალხი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ელის - „ეურუსის“ მიერ ამ და სხვა თემებზე დასმულ კითხვებს, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე პასუხობს.


: ბატონო მამუკა, ხშირად აფიქსირებთ თქვენს პოზიციას პოლიტიკური პროცესების შესახებ. არაერთხელ მოგვისმენია თქვენგან, რომ ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროა ძალების გაერთიანება. როგორ აფასებთ დღევანდელ ოპოზიციას, რა ინტერესები აქვთ მათ და რატომ არ ცდილლობენ ხელისუფლებას კონკურენცია ერთიანი ძალებით გაუწიონ?

-მდგომარეობა შეიცვალა. არსებობს გარკვეული სიგნალები, სხვადასხვა პარტიებს შორის, რომ შედგეს გაერთიანება, თუნდაც მოახლოებულ არჩევნებზე, რომელიც ვანსა და ხონში გაიმართება (28 აპრილს). დიდი ხანი არ არის, რაც ამაზე საუბარი დაიწყო. მე ამ შემთხვევაში გამოვდივარ „ერთობა - ახალი საქართველოს“ პოზიციით. ჩვენ გვქონდა ყველა პარტიასთან კონსულტაცია, მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც რადიკალურად განსხვავებული კურსი აქვს. თუმცა, ყველგან ერთი გამოხმაურება გვქონდა, რომ ჩვენს პარტიასთან ყველას სურს თანამშრომლობა.

გაერთიანების თემა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო. ჩვენ წარმოვადგენთ ოთხ სხვადასხვა სუბიექტს/პუბლიკას. სამწუხაროდ, ეს ადრე არ მოხერხდა. მაშინ დაგვცინეს - ჰქონდათ ძალიან ირონიული და აგდებული დამოკიდებულება. ახლა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა გაერთიანება და სხვანაირად არ გამოვა!

რჩება იმედი რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ოპოზიციური პარტიებიდან შეირჩევა. მითუმეტეს, როცა პრეზიდენტი არ გახლავთ ფიგურა, რომელიც პარტიული უნდა იყოს. ახლა, აღარ იქნება ის პათოსი, რაც ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო: „ჩვენ ვიქნებით პირველები და მერე თქვენ შემოგვიერთდით“, - ახლა ასე არ გამოვა.

- თქვენ პირადად რატომ ხართ ხელისუფლების ოპოზიციაში, რატომ მიიჩნევთ რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არაეფექტურია?

- რა არის მოქალაქის ვალი? რომ ის იყოს სახელმწიფოს ერთგული და სახელმწიფოს ინტერესებიდან იმოქმედოს. ამას ვეღარ ვხედავ. ჩვენი უპირველესი პრობლემა არის ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტი რუსეთთან, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება; ჩვენ გვიხოცავენ მოქალაქეებს, ჯარისკაცებს; გადმოაქვთ საზღვრები სულ უფრო და უფრო სიღრმეში და ამაზე აღარავინ აღარ რეაგირებს. სამაგიეროდ, სახელმწიფო სწრაფად გამოხატავს რეაქციას, ნიკა მელია რომ სისულელეს იტყვის - პრემიერი აგინებს. ქართული პოლიტიკა, სოფლის, ფეხზე დასადგომი ტუალეტების დონეზე დავიდა. პრემიერის საქციელს ჩეჩმის საქციელს ვუწოდებ, სხვას ვერაფერს. ტალახში ამოგგანგლაო, - სააკაშვილმა რომ უთხრა ჯონდი ბაღათურიას, იმაზე ატყდა ერთი ამბავი, ამაზე - არა! პირიქით, პრემიერის უთხრეს, უი, რა მაგარი ბიჭი ხარო! აი, ეს არის კატასტროფული სიტუაცია.

- ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებითაც ისმის. კონკრეტულად, სად ჩანს რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა?

- მე ვერ შევუვარდები კაბინეტებში ხელისუფლების პირველ პირებს და მათ სატელეფონო საუბრებს და საქციელს ვერ გავაკონტროლებ, მათ შორის, ვერ გავაკონტროლებ კავშირებს ბიძინა ივანიშვილთან. მაგრამ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ბლუყუნებს, პირდაპირ კითხვებზე პასუხებს ირიბად სცემს და საბოლოო ჯამში, არავითარ პასუხს არ იძლევა, (თუნდაც, როდესაც ამერიკელების შეთავაზებაზე და შეკითხვაზე - თუ როგორ გააქტიურდებით NATO-ში მიღებასთან დაკავშირებით?! - პასუხი ვერ გასცა...) და მას გამარჯობას არ ეუბნებიან, იმიტომ რომ არ იციან ვინ არის; პრემიერსაც ვიღაცეები უწყობენ მიღებებს, თვითონ არ ცდილობს რომ გამოიჩინოს თავი... ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვთ ნება. ისინი თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. შეკითხვა რომ დაუსვა, რამე ახალ საკითხთან დაკავშირებით, პასუხს ვერ გაგცემენ, თუ პასუხი არ შეათანხმეს. უზენაესთან უნდა შეათანხმონ. ზის ის უზენაესი და შაბლონებს აძლევს, რომ ასე ილაპარაკონ. თუმცა, მე არ ვამბობ დადასტურებულ ფორმაში, რომ ეს ივანიშვილია თუ - რუსეთის პოლკოვნიკი.

- აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაზე გავლენა?

- არა, ასეთი გავლენა აღარ აქვს. მე როგორც მითხრეს და სხვა ლიდერებისგანაც ვიცი, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ისე აქტიურად ვეღარ ერევა. იმიტომ რომ თავისი გაჭირვებაც ყოფნის.

- თქვენც მიიჩნევთ რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება ხელისუფლებას არ აწყობს და თუ მაინც ასე მოხდა, რა შედეგებს ელოდებით?

- სააკაშვილის ექსტრადიცია აქ გამორიცხულია. ეს არ მოხდება. თუ მაინც მოხდა, გამიხარდება, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან აქტიური პროცესის დასაწყისი. მიშა ციხეში რთული წარმოსადგენია. პირადად ვიცნობ და ვიცი მისი ტემპერამენტი. პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის და ასე ვთქვათ, გადახარისხებისთვის, მისი საქართველოში ექსტრადირება ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა რით დამთავრდებოდა, ეს ღმერთმა უწყის.

- რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც სააკაშვილის მომხრეებს მიმართავდით, რომ ან რადიკალურ ქმედებებს უნდა მიმართონ, როგორიც არის საქართველოში სააკაშვილის შემოყვანა უკრაინელების მსგავსი ხერხით, და მისი ხელისუფლებისგან დაცვა, რომ არ დააპატმრონ, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია, კერძოდ, სააკაშვილის მხარდამჭერები არჩევნებს ვეღარ მოიგებენ. ის, რასაც თქვენ წერდით, განხორციელებადია? ვის აქვს დღეს ამის რესურსი?

- დიახ, ვერ მოიგებენ, მაგრამ ეს უფრო მაპროვოცირებელი სტატუსი იყო... მე შევეცადე რეალობის წინაშე დამეყენებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ის ამომრჩეველი, ვინც ჩაკირულია. მიშა - მიშას გაიძახიან და საქმეს არაფერს არ აკეთებენ. მივიდნენ და უკრაინელებივით შემოიყვანონ საზღვარზე. თუ დაიჭერენ, ციხიდან გამოიყვანონ. აი, ასე იმოძრაონ, თუ რამის გამკეთებლები არიან, მაგრამ რეალურად არაფერი შეუძლიათ. ქართველი ერი არავითარი რევოლუციის მომწყობი არ არის, თუ ვინმემ არ მოუწყო რევოლუცია, ანუ პირობები არ შეუქმნა. 2003 წელს არავითარი რევოლუცია არ ყოფილა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის რევოლუცია იყო, მწარედ ცდება.

- ფიქრობთ, რომ ამომრჩეველი ისევ მიხეილ სააკაშვილს ელოდება?

- ამომრჩეველი სააკაშვილს ელოდება თეთრ ცხენზე, რომ ჩამოვიდეს. მაგრამ ის რომ მას ჩამოსვლის საფუძველი შეუქმნან და გამარჯვება მოაპოვებინონ, ეს არ უნდათ. თვითონ არ უნდათ, სხვამ უნდა გაუკეთოს. ამიტომ, ჩვენი ამომრჩევლის მე არ მჯერა.

- „ნაციონალების“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებას როგორ აფასებთ - რატომ არის ამ პარტიებს შორის ინტერესთა სხვაობა და ვინ არის ამ პროცესების მაპროვოცირებელი?

- „ევროპული საქართველო“ ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა. ვერავითარ შემთხვევაში დავაბრალებ, რომ გაყიდულები არიან, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. ეს არის ინტერესების კონფლიქტი. „ნაციონალური მოძრაობა“ არაერთგვაროვანი სტრუქტურა იყო თავიდანვე. იქ, როგორც ჩანს, მოხდა პიროვნული დაპირისპირება, რაც, საიდუმლოც არ იყო. რა თქმა უნდა, ბოკერია იყო ამის მაპროვოცირებელი. ბოკერიამ დაიწყო ვანოსთან და ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირება.

„ევროპული საქართველო“ არის დავარცხნილი, დასუფთავებული ოპოზიცია, რომელიც ნელ-თბილად იარსებებს ხელისუფლებასთან ერთად.

- ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, ლეგიტიმურია?

- რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია. მოდი, ასე ვთქვათ, აჯანყებაც ლეგიტიმური პროცესია და აბსოლიტურად დაშვებულია კონსტიტუციის თანახმად. როდესაც მთლიანად ირღვევა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, შენ იძულებული ხარ ქუჩაში გამოხვიდე და შენი უფლებების დაცვა მოითხოვო. ეს სრულიად ლეგიტიმური პროცესია.

ახლა, ამ წუთას, ჭაობში ვიმყოფებით, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება. საერთაშორისო არენაზე ჩვენზე ლაპარაკობენ მხოლოდ იმ ასპექტში, რომ ქურდები და ყაჩაღები ვართ. არავინ აღარ საუბრობს იმ წარმატებებზე, რა წარმატებებიც გვქონდა და რეალურად გვაქვს. სასამართლო და პროკურატურა როგორი უვარგისიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ისეთივეა დღესაც.

სასამართლო პროცესები ტარდება შერჩევითად, ვის როგორ აწყობს და ვის როგორ უნდა, ვის როგორ აქვს ჩაწყობილი, - იმის მიხედვით მიიღებენ, ან, არ მიიღებენ განაჩენს.

რაც იყო „ნაციონალების“ დროს, ის არის ახლაც, სიტყვის თავისუფლება არ იყო და არ არის არც ახლა.

- ხელისუფლება მედიას ებრძვის?

- ასე თუ ისე, ბეჭდვით მედიას დიდად არ ებრძვიან, ინტერნეტ მედიას - კი, რადგან მათი გავლენა ხალხზე დიდია. „რუსთავი 2“-ზე კი სერიოზული ჭიდაობა მიდის. ასევე, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. სხვა არხებიც, რომელიც აღარ არის, უბრალოდ დაიპყრეს. ერთადერთი „კავკასიაა“ და იმასაც იმ კანონით ახრჩობენ, რაც ახლა მიიღეს „საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის“... ამხელა დაფინანსებით კიდევ რომ წილში ჩაუჯდები ამ საწყალ პატარ-პატარა ტელევიზიებს, რომელიც რაღაც კაპიკებზე ცდილობენ გადარჩენას, გამოდის რომ შენ ამ ბაზარსაც ანგრევ. მივიღებთ იმას, რომ უბრალოდ აღარ ექნებათ საშუალება და იძულებულები გახდებიან ისევ ვინმე „დირექტორთან“ მივიდნენ. დიახ, სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან.

მოსამართლეებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველაზე საზიზღარ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას. რა შეიცვალა? თავისუფლად ვსუნთქავთო, რომ გაიძახიან ზოგიერთი ჭკვიანები, რას ნიშნავს თავისუფლად სუნთქვა - იმას რომ „პლანის“ მოწევაზე არ იჭერენ? ამაზეც იჭერენ ყველას, როცა უნდათ!

- რას ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ისევ „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს?

- რატომ ვამბობთ, რომ უნდა ყოფილიყო გაერთიანება? გაერთიანებამ შეიძლება შეანჯღრიოს ეს ჭაობი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ არჩევნებში გაიმარჯვებს სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, აქვს ადმინისტრაციული რესურსი და ეს არის დაახლოებით 30% აქტიური ამომრჩევლიდან. მეორე - პასიური ამომრჩეველი ყავს, რომელიც უბრალოდ აღარ მოდის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ აინტერესებს. ამიტომ, მისი 30% ბევრად უფრო ეფექტურია. ამასთან, თუ გაჭირდა სიტუაცია, ხელისუფლებას აქვს განუსაზღვრელი ფინანსური ბერკეტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეუძლია.

- რა პერსპექტივა აქვს დღეს პოლიტიკურს სპექტრს და რა უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანამ განვითარება დაიწყოს

- გამოსავალი არ არის. მე ვერ ვხედავ გამოსავალს. მე ვერ ვხედავ იმასაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახერხებენ გაერთიანებას. თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, გაერთიანებას ვერც 2020 წლის არჩევნებისთვის მოახერხებენ. უპირველეს ყოვლისა, არ არის ფული. პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ ფული. თუ ფული არ არის, ისინი არ გადიან საბრძოლველად. ამომრჩეველიც ასეთია - თუ არ გადაუხდი 20 ლარს, არ მოვა არჩევნებზე. მეტიც, 20 ლარიც რომ გადაუხადო, მაინც არ მოვა. გაჭირვებამ მიიყვანა ამ დონემდე ხალხი.

მე სააკაშვილის მაქებარი არ ვარ, მაგრამ შესანიშნავად ვხედავ რაც გააკეთა. ის, რაც გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო საზოგადოების გაღვიძება, ინიციატივა, მომავლის იმედი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. რაღაც გზები შექმნა და ეს იყო მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ მათ ურჩევნიათ თავის ჭაობში იყვნენ, გამდინარე წყალი არ მოსწონთ. რეაქციონერული მოძრაობა წავიდა უკან და ამიტომაც მიცეს ხმა „ქართულ ოცნებას“. რა არის „ქართული ოცნება“, თუ არა ხალხის მოთხოვნა - „მასვი, მაჭამე, მალხინე“. ვერც ასვეს, ვერც აჭამეს და ვერც ალხინეს, მაგრამ ხალხი ხმას მაინც აძლევს. ამიტომ, რევოლუცია თავებში უნდა მოხდეს და არა - ქუჩებში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი