Loading...
Close
20 ივლისი 2018 22:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ზარდიაშვილი - საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე იმდენად ემუქრება, რომ წესრიგის აღსადგენად აუცილებელია ე.წ. სპეცნაზის ამ მასშტაბით გამოყენება?
1 მარტი 2018 13:40

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის შენობაში მხოლოდ თანამშრომლებს უშვებენ. შენობის ორივე შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ, თუმცა სპეცრაზმის მობილიზებას ქალაქში შსს არ ადასტურებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებულ პროცესებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აფასებს.

"მართლაც, რა ხდება?! ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების გამოყენება უაღრესად მკაფიოდ და რაც მთავარია, ძალზე მკაცრად არის სამართლით რეგლამენტირებული!

რასაც ვხედავთ, ეს აშკარად უკვე აღარ არის "ოპერატიული", ლოკალური მასშტაბის რაიმე საპოლიციო ღონისძიება; ნუთუ საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე იმდენად ემუქრება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება და წესრიგის აღსადგენად აუცილებელია ე.წ. სპეცნაზის ამ მასშტაბით გამოყენება, მაშასადამე - არსებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი? თუ ეს ასეა, მაშინ უწინარეს ყოვლისა, შესაბამისი პროცედურა ზედმიწევნით (ვიმეორებ - ზემდმიწევნით!) უნდა იქნეს დაცული!

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. თანაც, ეს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა!

ხოლო თუ საგანგებო მდგომარეობის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ვინმემ კეთილი ინებოს და გასაგებად ახსნას, რატომ, რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით მოჰყვა საკრებულოში გუშინ დაწყებულ პოლიტიკურ დებატებს, თუნდაც ძალზე მწვავესა და მძაფრს, ამგვარი, "სპეცნაზური" გაგრძელება?!

რა, სააკაშვილის დროს ბრუნდება?! კანონი ისევ ყველასათვის აღარ არის კანონი?!", - აღნიშნავს ზარდიაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.

ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: შსს - უწყების თანამშრომლები ბორჯომში წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი