Loading...
Close
20 ივლისი 2018 22:29
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
თამაზ მეჭიაურის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მიმართავენ
3 მარტი 2018 13:14

თიანეთის მერის ყოფილი წარმომადგენლები - ნატო სუარიშვილი, გრიგოლ კახოშვილი და კახაბერ კუჭავა განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულს მიმართავენ. განცხადებაშია ნათქვამია, რომ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

”განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები. ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულად არასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეთ მხარი და არა მას. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4 წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით!? რატომ ხდება ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია!? გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს”, - ნათქვამია მიმართვაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი