Loading...
Close
20 ივლისი 2018 22:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
'მან მოახერხა ფაშიზმის დამარცხება' - სტალინის გარდაცვალების 65 წლისთავის აღსანიშნავად გორში კომუნისტებმა აქცია გამართეს
5 მარტი 2018 13:32
გორში იოსებ სტალინის გარდაცვალების 65 წლისთავის აღსანიშნავად, სტალინისტებმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას მოითხოვეს. აქციის მონაწილებმა სტალინის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც პანაშვიდს გადაიხდიან.

„დღევანდელ დღეს, გარდაიცვალა კაცობრიობის უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ადამიანი, რომელმაც შეძლო, შეექმნა სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. განავითარა ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. მისცა საშუალება თითოეულ მცხოვრებს, ჰქონოდა განათლების, ჯანმრთელობის გაკაჟების, არსებობის საშუალება. სამუშაო ადგილებით იყვნენ უზრუნველყოფილები ადამიანები. მან მოახერხა ფაშიზმის დამარცხება. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სტალინის გარდაცვალებას", - განაცხადეს აქციაზე დემონსტრანტებმა.

„რადიო თავისუფლების" შეკითხვაზე, თუ როგორია მათი პოზიცია არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რომელიც დღემდე არ გადმოუსვენებიათ, „კომუნისტური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი პასუხობს.

„დიდ გაუგებრობაში ვართ მოხვედრილები ჩვენც და ჩვენი ძმებიც. ცუდი საქმეები კეთდება ორივე მხრიდან. მიუღებლად მიმაჩნია ის, რომ ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე გადმოუსვენებელია. ეს ყოვლად უმსგავსი საქციელია, რა პოლიტიკური ძალაც უნდა იდგეს ამ ანტირელიგიური საქციელის უკან", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი