Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მედია
ირაკლი კობახიძე გუშინ გავრცელებულ ფოტოზე - დამაჯერებლობას იყო მოკლებული
5 მარტი 2018 15:30
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიას ეხება.

“კომისიის შემადგენლობა არის განახლებული. სამივე საპარლამენტო პარტიას ჰყავს მისივე დასახალებული კანდიდატურა კომისიაში. ასევე ომბუდსმენის კანდიდატურა არის წარმოდგენილი კომისიაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რეგლამენტით მონიჭებული, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი იმ კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტედენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემთვის პირადად მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ ნდობა მცირდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე, რომ ვთქვათ პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ასევე ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნდობა არ გაზრდილა და ცვლილებებიც ამიტომ მივიღეთ ზუსტად. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს მკვდარ ტელევიზიაში. მკვდარში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს და ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ამას ნიშნავს სწორედ. ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და ამოცანა არის, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თბილისში, ერთ-ერთ ბარში ერთმანეთს შეხვდნენ ვასილ მაღლაფერიძე, მაკო ბიგვავა, ლაშა ნაცვლიშვილი და კახა ბექაური, სადაც საუბრის თემას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ზაზა შათირიშვილის გაყვანა წარმოადგენდა.

„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რომ გამოქვეყნებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა სია, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ რომ ელოდები 14 კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს ამოარჩევ, რომელიც შეიძლება სავარაუდოდ ვინმემ აარჩიოს და იმაზე უშვებ ინფორმაციას, ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩნდება კითხვა, რომ უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება. გუშინ რაც ვიხილეთ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი