Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება
6 მარტი 2018 14:13
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე სხვადასხვა დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას.

„სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი