Loading...
Close
12 ნოემბერი 2019 02:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ანალიტიკა
რა ხდება მაღალმთიან რეგიონებში - ჯანდაცვის პრობლემა რიცხვებში 
8 მარტი 2018 00:29

სპეციალურად ''ეურუსისთვის'': ხატია გლოველი


საქართველოში ცხოვრების დონის გაუარესების გამო მოსახლეობა რეგიონებიდან დედაქალაქში გადადის. შიდა მიგრაციას ბევრი პრობლემა ახლავს, თუმცა მოქალაქეებს ვერ გაამტყუვნებ, რადგან შესაბამისი პირობები არ აქვთ. მაღალმთიან რაიონებში მძიმე სოციალურ ფონს ჯანდაცვის პრობლემაც ემატება და ხალხი ''თავის საშველად“ თბილისს აკითხავს.

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია. მიუხედავად ამისა, ონის რაიონში სადღეღამისო აფთიაქი არ არის და მკვიდრი მოსახლეობა ღამის საათებში ღმერთის იმედად რჩება. აფთიაქი იქ საღამოს 19:00-ზე იკეტება, - ეტყობა ფიქრობენ, რომ ადამიანები მხოლოდ ამ დრომდე ხდებიან ცუდად.

იმავე რეგიონში მოქმედებს 4 საავადმყოფო, 85 საწოლით. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სოფლის 62 ექიმი და - 127 მედდა. მოქმედი სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გასარემონტებელია. რეგიონს ემსახურება სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების 11 ბრიგადა, რომელთაგან 2 ონში ფუნქციონირებს. ბრიგადების ავტოპარკი მოძველებული და გასაახლებელია. ხშირად, საჭირო მედიკამენტები არც აქვთ მომარაგებული (პირადად შევესწარი ფაქტს, როდესაც თერმომეტრი სახლში მომაძებნინა სასწრაფო დახმარების ექიმმა). ამასთანავე, ონსა და ამბროლაურის რაიონებს არ ჰყავთ რეანომობილი, რის გამოც პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. როგორც ერთ-ერთი მცხოვრები, თორნიკე სხირელი ამბობს, ხშირად გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანი ონის რაიონის სოფელში რეანომობილს ქუთაისიდანაც კი ელის.

საავადმყოფოები მდებარეობს მუნიციპალურ ცენტრებში და ზამთრის პერიოდში, ცუდი კლიმატური პირობების გამო, მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას, სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება. რეგიონში არ არსებობს ვერტმფრენი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების საავადმყოფოში გადაყვანას უზრუნველყოფს. თუმცა სანამ ვერტმფრენის არ არსებობას განვიცდით, იქნებ ექიმების პროფესიონალიზმზე დავფიქრებულიყავით, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ონის რაიონში ექიმი მხოლოდ პაციენტის სახეზე შეხედვით სვამს დიაგნოზს („არაფერი ცუდი, ,,წნევუკა“ იქნება მაღალი...“), თუმცა გადასამოწმებლად მაინც ამბროლაურში უშვებს. ამბროლაურის ,,პროფესიონალი“ ექიმები კი - ქუთაისში გზავნიან შემოწმებაზე. ამ დროს პაციენტს გზაში ლოცვაღა დარჩენია - დიდი შანსია ქუთაისიდან თბილისში გადაამისამართონ.

ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ განვაცხადებთ, რომ რეგიონების ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში არ არიან მაღალკვალიფიციური კადრები, განსაკუთრებით, ვიწრო სპეციალობით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებს სამკურნალოდ სხვადასხვა კლინიკას მიმართონ.
ონის რაიონში არ არის სამშობიარო ბლოკი, ორსულებს კი კონსულტაციაზე მისვლა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უწევთ. სოციალურად მძიმე ფონის გამო, ხშირად ვერც იქ ახერხებენ ჩასვლას და უმეტესად, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელიან. ალბათ, სხვა მიზეზებთან ერთად, ჯანდაცვის ეს პრობლემაც უშლის ხელს შობადობის მატებას მაღალმთიან რეგიონებში; ამიტომ იცლება სოფლები და ქალაქად მიდის ხალხი. მათ ეშინიათ ცუდი პირობების, არაკვალიფიციური ექიმების - ვერ რისკავენ ბავშვის და საკუთარ სიცოცხლეს.


ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დიაგრამა, სადაც ნათლადაა ასახული ცოცხლად დაბადებულთა ბავშვების რიცხოვნობის ვიბრირება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯანდაცვის პრობლება პირდაპირ კავშირშია სოციალურად მძიმე ფონთან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ქვემო სვანეთში, რეგისტრირებული იყო 9954 ოჯახი. 2017 წელს დარეგისტრირებულ ოჯახთა რიცხვი კი 562-ით შემცირდა. ერთ წელიწადში ქვემო სვანეთმა „დაკარგა“ 562 ოჯახი (სავარაუდოდ, მათ დედაქალაქში გადაინაცვლეს). ფაქტია, ეს დიდი პრობლემაა და ამ დინამიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, 10 წელიწადში აღარავინ დარჩება არამარტო რაჭაში, არამედ სხვა მაღალმთიან რაიონებშიც. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ჯანდაცვის პრობლემა იქნება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. უწყების განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში ჯანდაცვის პრობლემების მოსაგვარებლად ღონისძიებები ტარდება. ამ ეტაპისთვის, ექიმებისა და მედდების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საგანმანათლებლო ელექტრონული მოდულებია ამოქმედებული. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. ეს პროგრამა საშუალებას მისცემს მედპერსონალს BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებს მისწვდეს, როგორიც არის: BMJ Learning და BMJ Best Practice .

თუმცა...

სანამ ამ პროგრამას რაჭველი ექიმები ფეხს აუწყობენ, რომელიმე პაციენტი შესაძლოა სერიოზულად დაშავდეს. ვიმედოვნებთ, ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება, რადგან რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე გვგონია.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ
ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი