Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:17
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ფოტოამბავი
'იმიტომ რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა' - რატომ ვერ გამოდიან ქალები აქციაზე? - პერფორმანსი ზუგდიდში
8 მარტი 2018 18:32
დღეს, 8 მარტს, ზუგდიდში გაიმართა აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “რატომ ვერ გამოდიან ქალები აქციაზე?”. აქციის ორგანიზატორები “თანასწორობის მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის წევრები არიან. ფოტომასალის ავტორი ცაბუნია ვართაგავა გახლავთ.

''ფეხსაცმელები ყვებიან ამბავს ყველა იმ ქალის ნაცვლად, ვისაც თვითონ არ შესწევს ძალა ხმამაღლა ისაუბროს...''.


Image may contain: one or more people, basketball court, shoes and outdoor


Image may contain: shoes

ლიკა, 31 (33) წლის - აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, იმიტომ რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა...



Image may contain: shoes

ნანა, 70 წლის (პენსიონერი) - რაც პენსიაზე გავედი, უფუნქციოდ დავრჩი. ჩემს პენსიასაც კი ვერ ვხარჯავ ჩემი საჭიროებისამებრ. ოჯახის წევრები მართმევენ ხოლმე. შენ მაინც არ გჭირდებაო.



Image may contain: shoes

ქეთო, 53 წლის - ჩემი შვილი გეია, მე ის მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი შვილია. თუმცა, აქციაზე მაინც ვერ გამოვდივარ, იმიტომ რომ "რას იტყვის ხალხი"



Image may contain: shoes

მარი, 20 წლის (ლესბოსელი გოგონა) - არ შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე. ვერ გამოვალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემი, როგორც ლესბოსელი ქალის უფლებას. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო მიწევს დუმილი...



Image may contain: shoes

მარი, 18 წლის (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) - წუხელაც მცემა ქმარმა, მე კი არ შემიძლია ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგო. რას იტყვის ხალხი? რას იტყვიან ნათესავები? ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველა მხრიდან. ვერ ვახერხებ დუმილის დარღვევას.



Image may contain: shoes and outdoor

თამარი, 27 წლის (სექსუალური ძალადობის მსხვერპლი) - ალბათ, ვერასდროს ვიტყვი ამას ხმამაღლა. საზოგადოება ისევ მე დამადანაშაულებს - შენი ბრალია, შენ გამოიწვიე. ისევ ჩემსკენ გამოიშვერენ ხელს. ამიტომ, იძულებული ვარ, ვდუმდე.



Image may contain: shoes

ნინო, 45 წლის (გარემოვაჭრე) - არასდროს მაქვს ჩემი თავისთვის დრო. დღეს აქციაზე ვერ ვახერხებ მოსვლას. ერთი საათითაც რომ მოვწყდე სამუშაოს, ოჯახი მსიერი დამრჩება. მათი ერთადერთი მარჩენალი ვარ.



Image may contain: shoes

თამო, 23 წლის (შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი) - აქციაზე გასვლას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ვმუშაობ დილის 8-დან ღამის 12 საათამდე. მარკეტში ვარ კონსულტანტი. ანაზღაურება კი იმდენად მცირეა, მხოლოდ პირველადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად თუ მყოფნის.



Image may contain: shoes

თამარი, 32 წლის (მარტოხელა დედა) - რთულია,ს აზოგადოების წნეხს გაუძლო. როდესაც ქორწინების გარეშე აჩენს შვილს. საზოგადოება ვერ ეგუება მათ მიერ დაწესებული ნორმიდან გადახრას. ყოველდღე მიწევს გავუძლო გამკიცხავ მზერას და კომენტარებს.



Image may contain: shoes and outdoor

მანანა, 46 წლის (შრომითი მიგრანტი) - ოჯახის სარჩენად მომიწია საქართველოდან წასვლა. წლებია შვილები არ მინახავს. ჩემს ერთადერთ ფუნქციად მათთვის ფულის გაგზავნა იქცა.



No automatic alt text available.

გვანცა, 31 წლის (ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ქალი) - როდესაც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ქალი ხარ, სტიგმა ორმაგდება. საზოგადოება ქალს ორმაგად ვერ პატიობს ასეთ ნაბიჯს. ამიტომ ვარჩევ დუმილს.



Image may contain: shoes

სალომე, 21 წლის - არაერთხელ გავმხდარვარ ქუჩაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. რამდენჯერაც ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, ყველამ მე დამადანაშაულა. შენ გამოიწვევდიო. ამიტომ, დუმილს ვარჩევ და პრობლემა პრობლემად რჩება.



Image may contain: shoes

ელენე, 29 წლის (კომერციული სექს-მუშაკი) - საზოგადოება ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი კომერციული სექს-მუშაკების მიმართა. არაერთხელ გავმხდარვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. ამიტომ, ხმამაღლა ვერ დავიცავ ჩემს უფლებას.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი