Loading...
Close
19 ივლისი 2018 11:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
შექმნილია მკვლელის ფოტორობოტი - დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის დღეს იხსენებს
11 მარტი 2018 22:21
"მკვლელის ფეხებთან იყო ჩემი შვილი", - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", გადაცემა "ახალ კვირაში" განაცხადა. თადარიგის პოლკოვნიკმა 7 თებერვალი გაიხსენა, რა დროსაც მკვლელმა მისი ლიკვიდაცია სცადა, ხოლო გუგეშაშვილის შვილი მოკლა:

"იატაკზე, გაზსა და კედელს შორს, კეფით ჩემკენ (იწვა შვილი) ... თავზე ადგა მკვლელი და ცდილობდა მისთვის თავში ესროლა. მე როდესაც ეს დავინახე, სკამით მოვაშორე (მკვლელი შვილს)", - განაცხადა გუგეშაშვილმა, რომლის განცხადებითვე, მკვლელმა მანამდე მას ესროლა.

გუგეშაშვილის თქმითვე, ნოდარ გუგეშაშვილს სახლში გაფორმებული "ვინჩესტერი" ჰქონდა:

"ჩემმა შვილმა, მას შემდეგ რაც მკვლელმა ესროლა, მოასწრო ოთახში შესვლა და ცდილობდა იარაღის ჩასადებიდან ამოღებას. იქ აღესრულა...", - ამის შესახებ ინფორმაცია გუგეშაშვილმა გამოძიების მიერ გადაღებული ფოტოებდან მიიღო.

მკვლელმა ნოდარ გუგეშაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ დატოვა სახლი. დოდო გუგეშაშვილი მას ორი სართულით ქვემოთ დაცემული დახვდა, რომელსაც უკვე მეზობლები ეხმარებოდნენ. შესაბამისად, მკვლელის სახის დანახვა რამდენიმემ მოასწრო. შექმნილია მკვლელის ფოტორობოტიც. მათი ინფორმაციით, მკვლელს სათვალე ეკეთა.

დოდო გუგეშაშვილის განმარტებით, გამოძიებას ჯერ მკვლელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:

"მან იცოდა როგორ უნდა მოეკლა ადამიანი, მაგრამ მის (მკვლელის) იარაღს კუსტარული მაყუჩი ჰქონდა და ალბათ ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მაყუჩი მიჯრით არ ისვრის..."- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა, რომლის თქმითვე, სწორედ ამიტომ, მკვლელს 11-ჯერ გასროლა დასჭირდა, რადგან იარაღმა მას რამდენჯერმე ე.წ. "ასაჩკა" მისცა.

დოდო გუგეშაშვილს, მანამ სანამ მისი შვილის მკვლელს იპოვნიან, სახელმწიფო დაცვა იცავს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელი ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ნოდარ გუგეშაშვილი მეგობარი გოგოს გამო მოკლა
მთავარი თემა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი