Loading...
Close
19 ივლისი 2018 11:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
'სითი პარკის' მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ
13 მარტი 2018 12:28
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, "სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ. მისი თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს.

"მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი იმის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით. ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დრღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი.

საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს "სითი პარკი", ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. არანაირდ არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან",- განაცხადა ხმალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის მერია 'სითი პარკთან' გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს - კახა კალაძის განცხადება
მთავარი თემა

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით
პრემიერი მინდელის შახტაში მომხდარზე - ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით 
შალვა თადუმაძე - 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას - მე შიშის განცდაც მახსოვს!
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი
საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია-მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი