Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე - ცის კამარა ჩამოიქცა თუ მტკვარმა აღმა იწყო სვლა? რა იყო ამ პასუხში განსაკუთრებული? 
გამოქვეყნების დრო – 13 მარტი 2018 14:44
''ჟენევის ფორმატის ცვლილების სურვილია გაძლიერების თვალსაზრისით, რომ შედეგის მომტანი იყოს, რომ ამაღლდეს მისი ეფექტურობა. რატომ უნდა დაინახო ამაში ის, რომ გაუქმება უნდათ?!'', - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჩართვისას გააკეთა და ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

"რუსეთმა გაიმეორა თავისი თეზა. ეს მოსალოდნელიც იყო. ამ გამეორებით რა მოხდა, ჩამოიქცა ცის კამარა, მტკვარმა აღმასვლა დაიწყო თუ რა იყო ამ პასუხში განსაკუთრებული, რაც აქამდე არ უთქვამთ? ამას სულ იმეორებენ. ახალი რა არის? ასე რატომ გაუკვირდათ? ეს არის მთავარი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ, ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ასე არ მივიჩნევთ. ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენსა და რუსეთს შორის. ამ კომენტარშიც ამაზე მიანიშნა... ჟენევის ფორმატის ცვლილების სურვილია გაძლიერების თვალსაზრისით, რომ შედეგის მომტანი იყოს, რომ ამაღლდეს მისი ეფექტურობა. რატომ უნდა დაინახო ამაში ის, რომ გაუქმება უნდათ?!

მზად ვართ რუსეთთან პირდაპირი დიალოგისათვის, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს - ეს განცხადებები კეთდებოდა ''ნაციონალების'' დროს 2008-2009-2011 წლებში. ვერ მიაღწიეს ამას, რადგან რუსეთი კატეგორიულ უარზე იყო. ჩვენ შემდეგ დავიწყეთ დიალოგი. რამდენად საჭიროა, ამას ჩვენ ნუ გვკითხვათ, ჰკითხეთ დასავლელ პარტნიორებს. ისინი, ამას თვლიან პრაგმატულ მიდგომად. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ აქვს. ჩვენ, დასავლეთთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ. თქვენც კითხეთ მათ - საჭიროა თუ არა გვქონდეს დიალოგი, რას ფიქრობენ? რა შედეგები აქვს, ეს სხვა თემაა. რა მოდელით უნდა ვიხელმძღვანელოთ...

სად არის პრემიერის განცხადებაში ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. სად არის იქ საუბარი, ჟენევის დაკნინების ფორმატზე? იქ არ წერია, რომ საქართველო მზად არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგზე. იქ წერია აფხაზებთან და ოსებთან - როგორც ხალხთან, როგორც ჩვენს ძმებთან... საუბარია როგორც ხალხზე, საზოგადოებაზე... პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს. ვინც ამას აკრიტიკებს, კვალიფიკაცია აკლია. წინა მთავრობაც მუაობდა ამაზე!", - განაცხადა აბაშიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რუსეთის მთავრობის პასუხი კვირიკაშვილს - 'რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით'
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge