Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ილია წულაია - მოვუწოდებ 'სითი პარკს', ნუ მანიპულირებს ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობით
13 მარტი 2018 16:25
მოვუწოდებ „სითი პარკს“, ნუ მანიპულირებს ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტრტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია კომპანია "სითი პარკის" წარმომადგენლის განცხადებას.

“მოვუწოდებ „სითი პარკს“, ნუ წარმოაუდგენია, რომ კანონზე მაღლა დგას და უსაფუძვლოდ ნუ მანიპულირებს ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობით. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია და უმაღლესი სტანდარტებით ხდება უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესის დაცვა. ამაზე მეტყველებს ბოლო წლების არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა 26 საუკუნიან მეგობრობას ეფუძნება და ორივე ქვეყანა არა თუ ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობას, არამედ კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მივისწრაფვით. თუ რომელიმე კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანია, ეს იქნება ისრაელში თუ საქართველოში, არღვევს ხელშეკრულების პირობებს, რა თქმა უნდა, ის ვერ იდგება კანონზე მაღლა და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები. სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანიების მოქმედებები აყენებს საფრთხის ქვეშ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „სითი პარკს“, თუ თვლის, რომ მერიამ არასწორად შეუწყვიტა ხელშეკრულება, მიმართოს სამართლებრივ გზებს და თავი დაანებოს უსაფუძვლო მანიპულირებებს“, - განაცხადა წულაიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'სითი პარკი' - მერიის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი