Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
თბილისის მერია 'სითი პარკთან' დაკავშირებით საზოგადოების დამატებით შეკითხვებს განცხადებით პასუხობს
13 მარტი 2018 16:34
თბილისის მერია კომპანია "სითი პარკთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას და საზოგადოების დამატებით შეკითხვებს განცხადებით პასუხობს.

''გვსურს, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ.

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე.

10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი