Loading...
Close
19 იანვარი 2019 04:27
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
განათლება
'მწვანე ინტერნეტი' - მშობლებს ინტერნეტის ბნელი მხარეებისგან შვილების დაცვა უკვე შეეძლებათ 
13 მარტი 2018 16:38

‘’მწვანე ინტერნეტი’’ - ამ სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია, 12 მარტს გაიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა, იურისტებმა და წარმომადგენლებმა, დეტალურად განმარტეს, თუ რა დანიშნულების და შინაარსის იქნება "მწვანე ინტერნეტი" და რატომ გახდა საჭირო ორგანიზაციის დაფუძნება. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ინტერნეტ რეგულირება არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებმა, არ იციან ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამიჯვნა/გამოყენება, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს კიბერ-დანაშაულებებში ჩართვას და ასევე ფატალური შედეგების დადგომას, რომლის მაგალითიც ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპია".

რაში დაგვეხმარება "მწვანე ინტერნეტი?" - ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ევროპელი და ამერიკელი კოლეგები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ხოლო ორგანიზაციას უკვე აქვს მთავრობასთან დიალოგი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ინტერნეტ-რეგულირებაზე იმუშავებს. თუმცა, მანამდე, ორგანიზაციაში ნებისმიერ მშობელს შეეძლება მისვლა, დაკავშირება და დახმარების თხოვნით მიმართვა, თუ როგორ შეძლონ მათი შვილების კონტროლი ინტერნეტ მოხმარების დროს.

ორგანიზაციას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგები, რომელიც მშობლებსა და შვილებს ამ პრობლემის აღმოფხვრაში ან მინიმუმ, შემცირებაში დაეხმარება.

"მწვანე ინტერნეტის" მიზანია ინტერნეტის ბნელი მხარეების ფილტრი. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. გარდა იმისა, რომ საუბარია საქართველოს ყველა სკოლაში მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების გამოყენების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით, ასევე, ორგანიზაციის ინიციატივებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პროგრამის mspy-ს დანერგვა საქართველოში, რაც მშობლებს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს თუ როგორ იყენებენ მათი შვილები ინტერნეტს. უფრო კონკრეტულად, ამ პროგრამის მეშვეობით, მშობლისა და შვილის სმარტფონში იქნება ჩაწერილი პროგრამა, რაც მშობელს საშუალებას მისცემს არასრულწლოვანი შვილის ნებისმიერი საქმიანობა, რაც ინტერნეტს უკავშირდება გააკონტროლოს - დაბლოკოს რიგი კონტენტი, რაც არასრულწლოვანისთვის მიზანშეუწონელია. ასევე, გააკონტროლოს შვილის მიმოწერა და სხვა აქტივობები, რაც ინტერნეტში ყოფნის პერიოდში განხორციელდება.

პრეზენტაციაზე დისკუსია გამოიწვია ამ პროგრამის დანერგვის ინიციატივამ. გაჩნდა კითხვები, რამდენად სწორად აღიქვამენ შვილები მშობლების მხრიდან ამგვარ კონტროლს, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ასევე კითხვები დაისვა, ხომ არ არის ეს ბავშვთა უფლებების დარღვევა, ან რამდენად მზად არიან მშობლები, ამ დოზით მიიღონ შვილების ცხოვრებაში მონაწილეობა, გაუკონტროლონ ნებისმიერი მიმოწერა თუ მოქმედება ინტერნეტში ყოფნის განმავლობაში. ორგანიზაციის მხრიდან აღინიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამა დანერგილია და პრაქტიკაშიც გამოყენებულია, გარკვეული პრობლემები, რაც ამ პროგრამის გამოყენებას შეიძლება უკავშირდებოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის გაზიარებული იქნება. ასევე, სანამ პროგრამით სარგებლობას შეძლებენ მშობლები და შვილები, მათ ფსიქოლოგები გაესაუბრებიან და სავარაუდოდ, პროგრამაც ორივეს - მშობლის და შვილის თანხმობით დაყენდება მათ მობილურებსა თუ კომპიუტერებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იდეაზე მუშაობა და კომუნიკაცია როგორც მთავრობასთან, ასევე მშობლებთან.

„მწვანე ინტერნეტი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქართული ინტერნეტ სივრცის რეგულაცია და კონტროლი, კერძოდ არაკანონიერი ან/და ცრუ ინფორმაციის არსებობის ხელშეშლა.

ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“-ს მიზნები:

1. ინტერნეტ სივრცეში არსებული საზიანო ინფორმაციის მაქსიმალურად შემცირება;
2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
3. არასრულწლოვნების დაცვა კანონით დაუშვებელი (საფრთხის შემცველი) კონტენტისაგან;
4. პრევენციული ზომების გატარება კანონით დაუშვებელი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების აღმოსაფხვრელად;
5. ინტერნეტ სივრცის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა;
6. საქართველოში ინტერნეტ სივრცის რეგულირების ხელშემწყობი კანონპროექტის შემუშავება;
7. სხვა ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

„ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინტერნეტ რეგულაციებზე, რათა არასრულწლოვნები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი ყველა იმ საფრთხეებისაგან, რომელიც შესაძლოა მათ მიადგეთ ინტერნეტის მოხმარებისას.

საქართველოში არსებულ ვებ-გვერდებზე ხშირად ვრცელდება საფრთხის შემცველი კონტენტი, როგორიცაა: პორნოგრაფია, ძალადობა, ცრუ ინფორმაცია, ონლაინ თამაშები, აზარტული თამაშები. ამასთან ერთად, ბოლო დროის აქტუალური თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომელმაც გამოიწვია მოზარდების სუიციდამდე მიყვანა. ზემოხსენებული კონტენტი საშიშია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, კერძოდ, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია მისთვის შესაძლოა აღმოჩნდეს აგრესიის დაგროვების წყარო. ჩვენი ორგანიზაცია იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს ინტერნეტ სივრცეში მასალების კვლევას და მათ ანალიზს, შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას”, - განუცხადეს "ეურუსს" ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად დაგეგმილი ტრენინგები სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს მასშტაბით, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე OK.RU- ს და VK.RU-ს აკრძალვის შესახებ პეტიცია; სასკოლო საქმიანობისთვის facebook -ის გამოყენების აკრძალვა, მობილური ტელეფონების აკრძალვა „სასკოლო საათებში“ და ეროვნული ცხელი ხაზის შექმნის ინიციატივა კიბერ შემთხვევების დასაფიქსირებლად.



სად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას

https://www.facebook.com/GreenInternet2017/



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი