Loading...
Close
27 მაისი 2018 11:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას
გამოქვეყნების დრო – 13 მარტი 2018 17:29
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას ეხმაურება.

„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ამგვარი განცხადება არ არის საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ქართულ მხარეს არ ესმის არსებული პრობლემები და კატეგორიულად უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის დადებაზე. ჩვენი აზრით, ამგვარი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. თუკი ქართული მხარის რეალურ მზაობას დავინახავთ, სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა დაურ კოვემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge