Loading...
Close
19 იანვარი 2019 03:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
კულტურა
ზურაბიშვილი - ადგილი, სადაც ცისფერყანწელები იკრიბებოდენ, განადგურებულია - ზდანევიჩი სამუდამოდ გაქრა თბილისიდან!
13 მარტი 2018 18:13
თბილისში, ყოფილ „ოფიცერთა სახლში“ განთავსებული სავაჭრო ობიექტის სარდაფში არსებული პანო, რომელიც პოლონელ მხატვრებს ძმებ ზდანევიჩებს ეკუთვნოდათ, სრულიად განადგურებულია. რუსთაველის 16 ნომერში არსებული უნიკალური კირილ ზდანეიჩის კედლის მოხატულობა, რომელიც განადგურებულია, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს აღმოაჩინა.

''დღეს გადავწყვიტე მისვლა და ზდანევიჩის კედლის მოხატულობის მონახულება რუსთაველის 16 ნომერზე მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში. დამხდა რა - იქ სადაც ცისფერ ყანწელები იკრიბებოდენ, იქ სადაც თბილისის კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, დღეს იყიდება დაბალი ხარისხის ტანსაცმელი. ქართველმა მფლობელებმა დაკისრებული მოვლა-პატრონობის მაგივრად გაანადგურეს. ეს ისტორიული ადგილი, გაათეთრეს გაფხიკეს კედლები გაჭრეს და არაფერი დატოვეს.
სანამ ამ დილით არ დავურეკავდი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს და იგი არ გამოუშვებდა ინსპექციას და დაადასტურებდა ამ ვანდალურ ფაქტს, არც მეპატრონე არც სხვამფლობელებიდან რომელიმე, არც იმ შენობაში მოთავსებული ერისიონის ჯგუფი და ხელმძღვანელობა, არც ქალაქის ზედამხედველობა, არც მერიის არქიტექტურული სამსახური არ დაინტერესდა ძეგლის პირველ სართულზე და სარდაფში მიმდინარე რემონტით არ დაინტერესდა ძეგლის პირველ სართულზე და სარდაფში მიმდინარე რემონტით (თურმე უნებართოდ.)
მძიმე სურათია და უთუოდ მოსაფიქრებელი თუ რა უნდა ვიღონოთ იმისათვის რომ ძეგლების დაცვა თბილისში რეალურად ამოქმედდეს. პირველ რიგში, საჭიროა დამნაშავეების მკაცრი დასჯა (და არა მხოლოდ მიმინალური ჯარიმებით, რომლებიც 500 მ2-ის ფლობელს შუა რუსთაველზე დიდად არ უნდა ადარდებდეს).
მაგრამ იმას რა ვუყოთ, ზდანევიჩი სამუდამოდ გაქრა თბილისიდან!'', - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სარდაფი სპეციალისტებმა დაათვალიერეს. კვლევის პროექტის მონაწილე რესტავრატორის სანდრო რუბაშვილის თქმით, სრულიად წაშლილია და აღდგენას არ ექვემდებარება 20 კვ.მ. ფართობის კედელი, რომელზეც ისტორიული პანო იყო განთავსებული.

ინფორმაციაზე პირველადი რეაგირება ზედამხედველობის სააგენტომ მოახდინა, რომელიც სავარაუდოდ, მომხდარ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. კვლევის პროექტი ორი წლის წინ მომზადდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე მომხდარს ვანდალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ანთიძე ადასტურებს, რომ ძეგლი ამ დროისთვის სრულიად განადგურებულია და უწყება სამარათალდამცავ ორგანოებს დღესვე მიმართავს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი