Loading...
Close
27 მაისი 2018 11:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი - სამართალდამცავის შეურაცხყოფა არათუ 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმით, არამედ 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს
გამოქვეყნების დრო – 13 მარტი 2018 18:37

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვერიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა.

“საუბარია იმ ადამიანების შეურაცხმყოფლების, მაგინებლების, წინააღმდეგობის გამწევების მიმართ ჯარიმის გაზრდაზე, რომლებიც ამ დარბაზში მსხდომი ადამიანების უსაფრთხოებას ყოველდღიურად, დღისით და ღამით იცავენ. პირადად მე ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება. საუბარია ჯარიმის გაზრდაზე იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კანონის არამორჩილი მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თქვენ ახლა აქ მესაუბრებით იმაზე, რომ ვარღვევთ რაღაც საერთაშორისო პრინციპებს, ვეწინააღმდეგებით საკონტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, შემოგვაქვს არაკონსტიტუციური ნორმები, როდესაც ვზრდით ჯარიმის ოდენობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციელების განა უკანონო მოთხოვნას, არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. საუბარია კანონიერ მოთხოვნაზე! სამართალდამცავის შეურაცხყოფა არათუ 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმით, არამედ 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი იყო კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. ამგვარი ქმედება 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge