Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
დეკანოზ მამალაძეს უნდა ეთქვა, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო, რაც სააკაშვილს დაუკავშირდებოდა - გვარამია
გამოქვეყნების დრო – 13 მარტი 2018 23:31

დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც დღის პირველ ნახევარში გიორგი მამალაძეს ე.წ. "მატროსოვის" ციხეში შეხვდა:

„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი. და მეორე, მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge