Loading...
Close
21 ოქტომბერი 2019 01:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რეგიონი
'ბაკურიანში, დიდ მიტარბში 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება'
14 მარტი 2018 12:15
მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას ამტკიცებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტი დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს. პრემიერის თქმით, საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის. საუბარია დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებაზე, ასევე იქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანში, დიდ მიტარბში და როგორც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე - ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს - ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს!
ტრამპი ერდოღანს - ნუ იქნები ხისტი და სულელი - ისტორია სატანად შეგრაცხავს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტის გადასარჩენად, რომელიმე მაღალჩინოსანმა უნდა აიღოს მანდატი მთავრობისგან და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ინვესტიციის განსახორციელებლად
ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ილია ჯიშკარიანის მეგობარი თამთა თოდაძის დედას გარიგებას სთავაზობდა
ილია მეორე - ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე - შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ
ნოდარ მელაძე - ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო - მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
კახა კალაძე - 'შმაქსები' თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად 'მიიშმაქსებიან'
'საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე' - ხაზარაძის განცხადება
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
'თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება' - ვის წინააღმდეგ შეიტანს დიმიტრი გაბუნია სარჩელს
პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევა - არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
93 დღის შემდეგ პარლამენტთან აქცია 'სირცხვილია' დასრულდა - ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი