Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილი ტაბელურ მოწმედ გადაიქცა, რომელიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების პროცესებზე დაყავთ
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 13:39
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ჩივიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გადაიქცა ტაბელურ მოწმედ, რომელიც ხელისუფლებას დაყავს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პროცესებზე. მისი განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო.

„ირაკლი ოქრუაშვილი გადაიქცა ტაბელურ მოწმედ, რომელიც ხელისუფლებას დაყავს ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პროცესებზე. ეს ადამიანი, ნინო ბურჯანაძე და კიდევ სხვები, რომლებიც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ შანსს არ გაუშვებდნენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გასანადგურებლად, ღიად აძლევენ ჩვენებებს ზუსტად ამ ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს მასკარადი. ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიებაში საერთოდ არ ჰყავს ნახსენები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ვანო მერაბიშვილი და დღეს უცებ აღმოჩნდა საპირისპირო. ამ ადამიანის ჩვენება ნაკლებად სარწმუნოა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ოქრუაშვილი - სააკაშვილმა მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge