Loading...
Close
24 ივნისი 2018 06:59
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი კომპანია 'სითი პარკის' დამფუძნებლებს პასუხობს
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 15:59
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანია "სითი პარკის" დამფუძნებლებს განცხადებით პასუხობს.

“კატეგორიულად არ ვეთანხმები კომპანია „სითი პარკის“ მფლობელების მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს არის მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. ასევე, პრაქტიკულად გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ზოგადად, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესების ალბათობას, რომელზეც კომპანის მფლობელები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, აღნიშნული საკითხის საერთო სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული და კომპანიის არაკონსტრუქციულ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აისახება.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე, ნებისმიერ ინსტანციაში განვმარტოთ. ჩვენ კომპანიას ასევე შევთავაზეთ შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე გვემსჯელა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება“, - ნათქვამია ხმალაძის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: კომპანია 'სითი პარკის' მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge