Loading...
Close
18 დეკემბერი 2018 10:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს გააძევებს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთებას გეგმავს
14 მარტი 2018 16:07
ტელეკომპანია sky-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბრიტანეთს სურს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების თაობაზე, რომლებიც, გამოძიების ცნობით, გარდაცვლილები არიან ქიმიური იარაღით.

„დიდ ბრიტანეთს სურს, მიაწოდოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს ინფორმაცია სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილ იულიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის საქმეზე“, - იუწყება გამოცემა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გარდაიცვალნენ მომწამვლელი ნივთიერებით. ნივთიერება შექმნილია რუსეთში და ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.

ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში სავარაუდოდ მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ცნობილია - ქვეყნიდან რუსეთის 23 ელჩს გააძევებენ
მთავარი თემა

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ
ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი აგრძელებს
ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!
დავით კირკიტაძე დააკავეს
კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ 
ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას - დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს 
'ხვალ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს!' - გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ცნობილია
ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა
გიორგი გახარია - ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა ფიცის დადების შემდეგ 
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი