Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
იან კელი - ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 16:13
„მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სიტყვებს - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“, - შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქ“ კონფერენციისას, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვაზე გააკეთა.

„მე ვიცხოვრე ორჯერ საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა. 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი.

ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის. ჩემი აზრით მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სიტყვებს - „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება.

მე ვიტყოდი, რომ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება და შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ასევე მოახერხოს საქართველოს კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს, გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია. ასევე არსებობს უამრავი ტრენინგ-პროგრამები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge