Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
იან კელი - არ ვთვლი, რომ 'ქართულ ოცნებას' სურს, ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 16:27
''მე ვერ ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც უკავშირდება ერთპარტიულ მმართველობას. არ ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია'', - შესაბამისი განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ფეისბუქ კონფერენციის დროს გააკეთა.

შეკითხვა შეეხებოდა თებერვალში აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას.

„არ ვეთანხმები ამ შეფასებას. მე არ ვეთანხმები, რადგან არ ვხედავ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც უკავშირდება ერთი პარტიის მიერ მართვას. მიზეზი მარტივია - მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ჩიხში მოაქციოს ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც სურთ განავითარონ საპარლამენტო, მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის მიღწევის ხარჯზე, თუმცა არსებობს გარკვეული წუხილები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად თუ გავიხსენებთ 2016 წლის არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 50%-ის მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტში ადგილები დაახლოებით 80% ერგო მას და ეს არის წუხილის საგანი. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსტრუქციული მიდგომა გაგრძელდება და მოხდება, თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობაზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული. უფრო მეტად უნდა ჩაერთოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა შეხვდეთ პარლამენტის წევრებს, დაუყენოთ თქვენი მოთხოვნები.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომიწია ძალიან ბევრი კონტაქტი. ამდენჯერ არ მიკონტაქტია მანამდე, კონგრესმენებთან და სენატის წარმომადგენლებთან, რადგან იყო შეშფოთება და წუხილები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოსახლეობა და საზოგადოება გარკვეულწილად გახდა უფრო მეტად ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ინსტიტუციური ჩარჩოები უნდა მოიხსნას და უნდა იყოს მეტი ღიაობა. აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა“, – აღნიშნა იან კელიმ.

იან კელი საქართველოში დიპლომატიურ კარიერას ასრულებს.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge