Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:40
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
​ხუნდაძე - რუსეთის პასუხი პრემიერის შეთავაზებაზე არ მომწონს, თუმცა, პრემიერის მიმართვა რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველი რეალური მცდელობაა
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 16:18

ეს იყო რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველი რეალური მცდელობა და არ ვთვლი, რომ ეს მცდელობა ფუჭია, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და რუსეთის საგარეო უწყების წერილობით მიმოწერას.

„როდესაც ხელისუფლების ქმედება უმთავრეს მიზანს, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, შესაძლოა საკუთარ პიარზე ზრუნვა მისთვის უმნიშვნელო იყოს, მითუმეტეს, თუკი ეს მხოლოდ ფასადურ პოლიტიკას ემსახურება და არა შინაარსობრივს.

რუსეთის პასუხი საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე არ მომწონს, ეს არ იყო სწორი და არსებითი პოლიტიკური მესიჯებით სავსე, თუმცა, პრემიერის მიმართვა რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველი რეალური მცდელობაა და არ ვთვლი, რომ ეს მცდელობა ფუჭია. არც იმას ველოდი, რომ რუსეთი საკუთარ ოკუპანტობას აღიარებდა, ეს ბრიყვული პოლიტიკური ფიქრია. ჩვენ რეალურად ვაანალიზებთ რუსეთის ძალისმიერ პოლიტიკას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით. ის არის ჩვენი ახლო მეზობელი და მათი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი გონიერება მათთან გვმართებს. ასეთივე გონიერება და წინდახედულება მართებთ აფხაზებსა და ოსებს. ეს მათსავე ინტერესებში უნდა შედიოდეს. მაშინ, როდესაც თავად დასავლეთი მოგვიწოდებს, რომ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? რატომ გვგონია, რომ ეს გვაშორებს ნატოსა და ევროკავშირს? საქართველოს საგარეო უცვლელია და ის გადახედვას არ ექვემდებარება. დღეს მსოფლიოს სხვა პოლიტიკურ რეალობაში უწევს ცხოვრება. ჩვენი ქმედებაც და სტრატეგიაც ამ რეალობას უნდა ასახავდეს. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე პარლამენტმა უნდა მიიღოს გააზრებული და პრინციპული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით გაიზომება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: რუსეთისადმი მიმართვა - გიორგი კვირიკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge