Loading...
Close
18 დეკემბერი 2018 11:33
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
პრემიერი - 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და განთავსდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში
14 მარტი 2018 16:49
„ძალიან სასიხარულოა, რომ 300 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში და განთავსდება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმის სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება. მისასალმებელია, რომ არასახელმწიფო არასაფინანსო ქართულმა კომპანიამ პირველად განათავსა ობლიგაციები ევრო ბონდების სახით და მოიზიდა 300 მლნ აშშ დოლარი,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს კაპიტალის“ საინვესტიციო გეგმების შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში, ჯამში, 500 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს,საიდანაც 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები „საქართველოს კაპიტალმა“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა.

მოზიდული თანხების ინვესტირებას „საქართველოს კაპიტალი“ სხვადასხვა დარგში მომუშავე ქართულ კომპანიებში გეგმავს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებულ ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს წარმატებულია, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ადასტურებს.

„ის ინფორმაცია, რომელიც 2 დღის წინ საჯარო გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის თაობაზე, ინვესტორებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და „საქართველოს კაპიტალის“ ეს წარმატებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბსოლუტურად სწორი გეზია აღებული ჩვენი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების კუთხით. 16,2%-იანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რაც 1.862 მილიარდი აშშ დოლარია, მართლაც, შთამბეჭდავი რიცხვია.

განსაკუთრებით გვახარებს ასევე ის, რომ 130%-ზე მეტით გაიზარდა რეინვესტიცია - დაახლოებით, 712 მლნ აშშ დოლარია რეინვესტირებული, ანუ ბიზნესიდან ჩვენს ქვეყანაში ჩაბრუნებული თანხა. ეს თანხა, როგორც წესი ქვეყნის გარეთ გადიოდა, რომ არ ყოფილიყო ორი რამ, პირველი - მზარდი ეკონომიკა და 4,8%-იანი ეკონომიკური ზრდა და მეორე - მოგების გადასახადის რეფორმა. ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, ერთმანეთთან კავშირშია. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს რეფორმა წარმატებით ხორციელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის შედეგებს მოიტანს 2018 წელსაც და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკა არის ძალიან მაღალ დონეზე, რაც საბოლოოდ რიგითი ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.

„ეკონომიკური დინამიკა არის ძალიან სახარბიელო, გვაქვს ბიზნესისთვის ძალიან სასარგებლო ზრდა ტურიზმის მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამ 300 მლნ აშშ დოლარის გადადინების ეფექტი - მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდაზე, სექტორზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ჩვენი მოსახლეობის, რიგითი ადამიანების, ბიზნესმენების, მცირე მეწარმეების, სოფლად მცხოვრები ადამიანების - რომლებიც არ არიან მსხვილი ბიზნესმენები - ყოველდღიურ ყოფაზე. ეს არის ის ეფექტი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დღესვე მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მეორე ეტაპის დაწყება დააანონსა.

„ჩვენ ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას - კაპიტალში დახმარებას, არა მხოლოდ დამწყები, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. გვაქვს უკვე გარკვეული იდეები ამ მიმართულებით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტი, რომელსაც 300 მლნ აშშ დოლარის შემოდინება შექმნის ამ სექტორებში პირდაპირ აისახება არაერთ სხვა სექტორზე, ეს იქნება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ.

ასე რომ, ძალიან სახარბიელო ჯაჭვურ რეაქციასთან გვაქვს საქმე და ეს არის ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადააქცევს ყველაზე დინამიურ ქვეყნად ჩვენს რეგიონში და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის პოტენციალი, რომ ვუმასპინძლოთ არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, საბოლოო ჯამში, ძალიან პოზიტიურად აისახება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და „საქართველოს კაპიტალს“ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ საქართველოს ე.წ. outlook-ის სტაბილურიდან- პოზიტიურამდე გაუმჯობესების შესახებ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა გააკეთა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - Ba3-დან Ba2-ზე ავინაცვლეთ. დღეს კი, სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა საქართველოს პერსპექტივა, ანუ ე.წ. outlook-ი სტაბილურიდან პოზიტიურზე გადაიყვანა, ასე რომ, ამას მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებიც ადასტურებენ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
მწვავე დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე - 'ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე'
გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ
ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი აგრძელებს
ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!
დავით კირკიტაძე დააკავეს
კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ 
ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას - დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს 
'ხვალ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს!' - გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ცნობილია
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა
გიორგი გახარია - ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა ფიცის დადების შემდეგ 
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი