Loading...
Close
18 დეკემბერი 2018 10:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
მდინარაძე 'სითი პარკის' განცხადებაზე - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამის გამო, ნამდვილად არ შეგვექმნება პრობლემები
14 მარტი 2018 17:19
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, ხომ არ გააფუჭებს ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებს "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, პასუხობს, რომ "სითი პარკთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკას არანაირად არ უკავშირდება.

"თბილისის მერმა ძალიან კარგად განმარტა იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, რაც იქმნებოდა ამ კომპანიის და თბილისელების ურთიერთობაში. აქ, როგორც ვიცი საუბარია გარკვეულ უკანონო დაჯარიმებებზე, არასწორ სამართლებრივ მიდგომებზე მათი მხრიდან, რაზეც არაერთი გაფრთხილება მიეცა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია ”სითი პარკს”. ვფიქრობ, რომ მერიის გადაწყვეტილება იქნება სამართლებრივად დასაბუთებული, ამდენად თბილისს და თბილისის მერიას სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნება. შემიძლია აბსოლუტური პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ გამორიცხულია რამე პოლიტიკური მოტივი ამ გადაწყვეტილებაში და არ არის სწორი იმაზე საუბარი, თითქოს რომელიმე ქვეყანას შორის რომელიმე კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ან კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას პრობლემები. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ამის გამო ნამდვილად არასდროს შეგვექმნება პრობლემები. არის სამართლებრივი მხარე ერთი კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევდა გარკვეულ პირობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებებს და არის ქვეყნების ურთიერთობები, რაზეც საერთოდ არ მიდის მსჯელობა, ეს საკითხი არ დაისვა და ვფიქრობ, არც დაისმება",- განაცხდა მდინარაძემ.

შპს „სითი პარკის“ მფლობელებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ “არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს”.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ირაკლი ხმალაძე - 'სითი პარკს', შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს
მთავარი თემა

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ
ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი აგრძელებს
ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!
დავით კირკიტაძე დააკავეს
კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ 
ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას - დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს 
'ხვალ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს!' - გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ცნობილია
ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა
გიორგი გახარია - ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა ფიცის დადების შემდეგ 
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი