Loading...
Close
18 დეკემბერი 2018 10:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
სადავო ან არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმების სიმრავლე, უფლებამოსილების გადამეტება - გოგა ჩანადირი 'სითი პარკის' სისუსტეებზე წერს
14 მარტი 2018 19:07
"ახალი კომპანია "სითი პარკზე" უკეთესი უნდა იყოს", - ასე ეხმაურება ფოტოხელოვანი გოგა ჩანაიდირი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას კომპანია "სითი პარკისთვის" ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.

''სითი პარკი ჯეროვნად რომ არ მუშაობდა, ფაქტია. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, როცა ვხედავდი, რომ შშმ პირთა ადგილზე უნებართვოდ გაჩერებულ მძღოლებს არ აჯარიმებდა ან გამოძახებაზე არ რეაგირებდა.

მინახავს, რომ სითი პარკი მძღოლებს აჯარიმებდა იმ ადგილებზე დგომისთვის, რომელიც კომპანიას შემოხაზული არ ჰქონდა. ამეტებდა უფლებას. სინამდვილეში, ეს პატრულის საქმე იყო.
სითი პარკის სისუსტე იყო დაკისრებული ჯარიმის ვერამოღება.

მძღოლი ქვითრის მიღებაზე უარს იტყოდა და ამით ჯარიმას ირიდებდა. ეს ნელ-ნელა დაუსჯელობის განცდას ქმნიდა.

კომპანიის სისუსტე იყო სადავო ჯარიმების სიმრავლე და არაგონივრული დარიცხვები.

ასევე, სითი პარკის სისუსტე იყო მოუქნელი საგადასახადო სისტემა უცხოელი მძღოლებისათვის. მას არ ჰქონდა დღიური გადასახადი 1 დღით შემოსული მძღოლისთვის და გრძელვადიანი ბილეთის ყიდვას აიძულებდა.

ცხადია, პარკირებაზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს.
ჩემი აზრით, მას უნდა დაევალდებულოს ავტოსადგომების აშენება, განსაკუთრებით მიწისქვეშ და მაქსიმალურად განტვირთოს მანქანის სავალი ნაწილი.

ვფიქრობ, ახალმა კომპანიამ აუცილებლად უნდა დახვეწოს ჯარიმის ამოღების სისტემა. დაჯარიმებული მძღოლი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მანქანას ვერ უნდა ყიდდეს, დაზღვევას ვერ უნდა აკეთებდეს, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა ჰქონდედ და ასე შემდეგ.

ახალმა კომპანიამ ფასს არ უნდა მოუმატოს და წესრიგისადმი პატივისცემა გაზარდოს.

ახალი კომპანია "სითი პარკზე" უკეთესი უნდა იყოს", - წერს გოგა ჩანადირი სოციალური ქსელის გვერდზე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: თბილისის მერია 'სითი პარკთან' გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს - კახა კალაძის განცხადება
მთავარი თემა

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ
ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი აგრძელებს
ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!
დავით კირკიტაძე დააკავეს
კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ 
ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას - დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს 
'ხვალ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს!' - გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ცნობილია
ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა
გიორგი გახარია - ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა ფიცის დადების შემდეგ 
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი