Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით
გამოქვეყნების დრო – 14 მარტი 2018 19:10
''სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით'', - აღნიშნულთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.

"როგორც ცნობილი გახდა, 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) დაწვეს კათოლიკური ლიტერატურა და ხატები.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა ქალაქ ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით სარგებლობენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. მათ დაგმეს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ისაუბრეს გამოძიების აუცილებლობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ
.
სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge