მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი ნესტან ნენე კვინიკაძე გუდაურში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ყველა პასუხისმგებელი პირის პასუხისგების საკითხი უნდა დადგეს.
''საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ვის რას გადააბრალებს! ვხედავ შეშინებულ ბავშვებს და დიდებს. სრულ უმწეობას. გავიგეთ,- ყველგან შეიძლება მოხდეს ცუდი ამბავი, მაგრამ კანატკის წყობიდან გამოსვლის შემთხვევა დაზღვეული უნდა იყოს! დღის ბოლომდე სამსახურები უნდა დატოვონ მათ, ვისი პასუხისმგებლობაც ამას ითვალისწინებს. ეს პირველ ეტაპზე", - წერს კვინინაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.
გუდაურში დაშავებულებს ღუდუშაურის კლინიკაში გაიყვანენ. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი. მისი თქმით, 8 ადამიანი გუდაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ჩაუტარდათ პირველადი დახმარება. მისივე თქმით, თბილისიდან ჩასული ექიმების რეკომენდაციით, ყველა დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსდება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge