სამშაბათი, მარტი 21, 2023
spot_img
მთავარიახალი ამბებიმოქალაქემ უფასო სასადილო გახსნა - ნახეთ სად შეეძლებათ მსურველებს სადილზე მისვლა

მოქალაქემ უფასო სასადილო გახსნა – ნახეთ სად შეეძლებათ მსურველებს სადილზე მისვლა

spot_img

სოციალური ქსელის მომხმარებლის, ირინა ვეკუას თქმით, მეტრო რუსთაველთან უფასო სასადილო გაიხსნა, რომლის დახმარება სხვადასხვა ბურღულეულითა და საკვებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

„მეგობრებო! რუსთაველის მეტროს უკან, ძალიან კარგმა ადამიანებმა, გახსნეს უფასო სასადილო (არა-სახელმწიფო) და საკუთარი ხარჯებით აპურებენ გაჭირვებულ ადამიანებს.

დავფიქრდეთ, წინ ზამთარია, გავიხსენოთ სად ვცხოვრობთ და რამდენ ადამიანს უჭირს (მთავრობა რას აკეთებს არ დაწეროთ, შენ გააკეთე) შევუერთდეთ ამ კეთილშობილურ საქმეს!

არავინ გთხოვთ თანხის ჩარიცხვას, უბრალოდ, 1 კგ. ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული შეგიძლიათ მიიტანოთ და ყველა ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც მართლა ძალიან უჭირს. (სჭირდებათ ჭურჭელიც.)

რუსთაველის მეტროს უკან, მაკდონალდსის გვერდით. ზანდუკელის 2. სოციალური სასადილო.
პ.ს. აქვე ვამატებ დეტალებს, რადგან 6000 გაზიარება აქვს და ყველასთვის ერთნაირად გახდეს ხელმისაწვდომი.
სასადილო მუშაობს 8-დან 19 საათამდე. შაბათ- კვირის გარდა. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
577-727-729 მიშა

(ერთსაც დავამატებ, მე ვიყავი სოციალურ სახლში და დამშვიდებული და კმაყოფილი წამოვედი. მომერიდა მოხუცებისთვის ფოტოს გადაღება, რომლებიც, თავიანთი ქილებით იყვნენ მოსულები და ვიცი, ნამდვილად არ იქნებიან დღეს მშივრები. წარმატებებს გისურვებთ ყველას“, – წერს ირინა ვეკუა სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში.

Facebook კომენტარები
spot_img
სტატიები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

spot_img

პოპულარული

ბოლოს დამატებული