კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
მთავარიახალი ამბები90 წლის ქალი და 77 წლის კაცი დაქ....

90 წლის ქალი და 77 წლის კაცი დაქ….

spot_img

თურქეთში 90 წლის ქალმა და 77 წლის კაცმა იქორწინეს, რომლებმაც ერთმანეთი წლების წინ, საავადმყოფოში გაიცნეს. ამის შესახებ haberturk-ი წერს.

თურქული მედიის ცნობით, ქორწინების ინიციატორი 90 წლის ქალი იყო, სწორედ მან შესთავაზა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება 77 წლის შეყვარებულს, რომელიც 4 შვილის მამაა და წლებია, ქვრივია.

მათ ერთმანეთი 7 წლის წინ გაიცნეს, როცა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით ერთსა და იმავე კლინიკას მიმართეს. მაშინ ორივე გამოჯანმრთელდა, თუმცა ურთიერთობა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გააგრძელეს და წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე მოწმეები იმ კლინიკის თანამშრომლები იყვნენ, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო.

Facebook კომენტარები
spot_img
სტატიები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

spot_img

პოპულარული

ბოლოს დამატებული